პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა კარავი გაშალეს
პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა კარავი გაშალეს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა კარავი გაშალეს. ამჟამად, ერთი მცირე, ერთი კი მოზრდილი კარავია გაშლილი.

ცოტა ხნის წინ, პოლიციამ მათ კარვის გაშლის საშუალება არ მისცა და მცირე ინციდენტი მოხდა.

პარლამენტთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია იმართება. აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიერ სარალიძის დაკავებას აპროტესტებენ.

აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

სამართალდამცველების ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით ზაზა სარალიძე დღეს დააკავეს.