ბათუმის შესასვლელში თერმოსკრინინგისთვის კარავი განთავსდა
ბათუმის შესასვლელში თერმოსკრინინგისთვის კარავი განთავსდა

ბათუმის შესასვლელში თერმოსკრინინგისთვის პირველი კარავი უკვე დადგეს. მგზავრებს თერმოსკრინინგს სამართალდამცველები ქალაქის შესასვლელთან უტარებენ, ხოლო მათ, ვისაც ტემპერატურა უფიქსირდება, კარავში შეჰყავთ და სპეციალისტები მონაცემებს იწერენ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს დაბალი ტემპერატურა, 37-დან 38 გრადუსამდე აღენიშნება, რამდენჯერმე მოხდება მათი გადამოწმება, მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში კი მგზავრებს ცხელების ცენტრში გადაიყვანენ.

„თუკი ცხელება იქნება დაბალი, იგი რამდენჯერმე გადამოწმდება. პირს საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ, სადაც აღებული იქნება ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ნიმუში და „პისიარ“ ტესტირების შედეგის მოხედვით მას  ჩვეულებრივად, საკარანტინო სივრცის დატოვების საშუალება მიეცემა. რაც შეეხება მაღალ ცხელებას, 38 და მეტი, ამ შემთხვევაში პირი გადაყვანილი იქნება ცხელების ცერტრში საგანგენო სამსახურის მიერ“,- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ადგილზე ვითარებას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აკონტროლებენ.