სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს

20:39, 06.11.2021

რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა რამდენიმე კარავი მიიტანეს.

აქციის რამდენიმე მონაწილე დაწესებულების ცენტრალურ შესასვლელთან გაშლილ კარვებში განთავსდა.

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ სამოქალაქო კლინიკაში მის გადაყვანამდე აქციას არ შეწყვეტენ.

მსგავსი