პოლიციამ პარლამენტთან შეკრებილებს კარვის გაშლის საშუალება არ მისცა [ვიდეო]

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან შეკრებილებს პოლიციამ კარვის გაშლის საშუალება არ მისცა. მოხდა მცირე ინციდენტი, თუმცა სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ. როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, შეხლა-შემოხლის დროს ერთი ქალი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ჯგუფის გამოძახება გახდა საჭირო.

პარლამენტთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია იმართება. აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიერ სარალიძის დაკავებას აპროტესტებენ.

აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

სამართალდამცველების ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით ზაზა სარალიძე დღეს დააკავეს.