პარლამენტში სასამართლო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს
პარლამენტში სასამართლო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.
უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ ცვლილებებს განიხილავენ, რაც მართლმსაჯულების სისტემაში უნდა განხორციელდეს.
„მმართველი პარტიისგან მოვისმენთ, როგორ წარმოუდგენიათ შარლ მიშელის დოკუმენტით სასამართლო სისტემის რეფორმა. კონკრეტულად მაინტერესებს, რაზე არიან წამომსვლელები, როგორ წარმოუდგენიათ რეფორმის ჩატარება. ჩვენი ხედვა გვაქვს, რომ ამ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა ჩაერთონ, რომელთაც საინტერესო ხედვა აქვთ. ამის შემდეგ ნათლად გამოიკვეთება, შევძლებთ თუ არა სასამართლოში რეალური ცვლილებები განვახორციელოთ, თუ ესეც იქნება რაღაც კოსმეტიკური ცვლილებები, რაც არაფერს შეცვლის“, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ლევან იოსელიანმა.