პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს
პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს

პარლამენტი მიმდინარე კვირის საქმიანობას რიგგარეშე სხდომების ფორმატში წარმართავს.

პრეზიდენტმა გიორგი მაგველაშვილმა რიგგარეშე სხდომები 6-8 დეკემბერს უკვე მოიწვია, შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანო უფლებამოსილია, სხდომები გამართოს.

მიმდინარე კვირას დეპუტატები მთავრობის რეორგანიაციასთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავენ, რომელიც 99 კანონში ცვლილებების განხორციელებას ითვალისწინებს. პარლამენტი აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის სამი მოსმენით განხილვას და დამტკიცებას მიმდინარე კვირის ბოლომდე გეგმავს, რის შემდეგაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი დაიწყება.

ცვლილებებით, რამდენიმე უწყება ერთიანდება, მათ შორის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, დაზვერვის სამსახური აღარ გაუქმდება და არსებული სახით შენარჩუნდება.