იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ მოთხოვნას „გირჩმა“ ხელი მოაწერა
იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ მოთხოვნას „გირჩმა“ ხელი მოაწერა

„გირჩის“ ლიდერ იაგო ხვიჩიას განცხადებით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ მოთხოვნას „გირჩმა“ ხელი მოაწერა.

მისივე თქმით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, სხდომის მოწვევა ადეკვატურია.

„რიგგარეშე სხდომის მოწვევას ხელი მოვაწერეთ. ვფიქრობ, ქვეყანაში ისეთი ამბები ხდება, ნებისმიერ შემთხვევაში, საკანონმდებლო ორგანომ რაღაც უნდა გააკეთოს, რადგან არც სასამართლოს იმედი გვაქვს, არც საგამოძიებო ორგანოების და არც სხვა სამინისტროების.

ადეკვატურია, რომ პარლამენტის წევრებმა ერთმანეთი დავინახოთ, ჩავხედოთ თვალებში და ვკითხოთ, გვინდა თუ არა, ასე გავაგრძელოთ ცხოვრება, რადგან დარწმუნებული ვარ, კომპრომატები მხოლოდ ოპოზიციონერებზე არ იქნება, დეპარტამენტიც ყოფილა ხელისუფლებასთან დაკავშირებით. მოდით, ვიფიქროთ, რომ ასე არ გვინდა ცხოვრება. პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა ადეკვატურია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.