ჭუბერში სტიქიასთან დაკავშირებით, ხვალ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება
ჭუბერში სტიქიასთან დაკავშირებით, ხვალ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება

ხვალ საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება.

პირველი არხის ინფორმაციით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჭუბერში განვითარებულ სტიქიურ მოვლენებს უკავშირდება. კერძოდ, პარლამენტმა ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზე მთავრობას სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში სამხედრო ძალისა და სამხედრო ტექნიკის გამოყენების უფლება უნდა მისცეს.

ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში რიგგარეშე სხდომა 17:30 საათზე არის დაგეგმილი.