პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ მოთხოვნას „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ხელი მოაწერა
პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ მოთხოვნას „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ხელი მოაწერა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ მოთხოვნას ხელი მოაწერა.

მისივე თქმით, პირადი საუბარი, პირადი სივრცე დაცული უნდა იყოს, რაც კონსტიტუციაშიც წერია.

„მოსმენებთან დაკავშირებულ რიგგარეშე სხდომის პროცედურის დაწყებაზე მოთხოვნას ხელი მოვაწერე. ვეთანხმები ამ ინიციატივას, რადგან მოსმენებზე 1990-იან წლებში კვირაია, უშიშროების მინისტრი გადადგა, ამერიკაში 1970-იან წლებში პრეზიდენტი გადააყენეს, საქართველოში ტოტალური მოსმენის ფაქტები გვაქვს და ამაზე რეაგირება რომ არ გვქონდეს, მე მგონი ძალიან ცუდი ფაქტი იქნება.

მესმის, არჩევნებამდე არც ერთი თვით ადრე მოუნდებათ და არც არჩევნების შემდეგ, მაგრამ ამას ვერ გაექცევიან, რადგან ცივილიზებული საზოგადოება შეთანხმდა, რომ პირადი საუბარი, პირადი სივრცე დაცული უნდა იყოს და კონსტიტუციაშიც ჩაწერეს. გურამ მაჭარაშვილი ახალ კონსტიტუციას ვერ მოიგონებს და რაც უნდა იყოს, ამაზე საუბარი მაინც მოუწევთ. მართალი გითხრათ, იმ ადამიანების სია არ ვიცი, ვინ მოაწერა ხელი. ჩემთვის გაუგებარი იქნება მოტივაცია, თუ ვინმემ ხელი არ მოაწერა, ვინც უნდა იყოს ის“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ამ დროისთვის სამმა ოპოზიციურმა პარტიამ – „გირჩმა“, „მოქალაქეებმა“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ განაცხადეს, რომ ხელი მოაწერეს „ლელოს“ ინიციატივას, რომელიც გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას ეხება.