პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრიდან ორი დღის შემდეგ, საფრანგეთის ყველა ტაძარში ზარები ერთდროულად დარეკეს
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრიდან ორი დღის შემდეგ, საფრანგეთის ყველა ტაძარში ზარები ერთდროულად დარეკეს. ფრანგი ესპისკოპოსების კონფერენციის მოწოდებით, საფრანგეთის ყველა საეკლესიო ზარი 18:50 საათზე ერთრდოულად დარეკეს. სწორედ ამ დროს აღმოაჩინეს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ცეცხლის კერა, რომელიც მოგვიანებით გაღვივდა და გოთიკური ტაძრის სახურავს მოედო.
ზარები დარეკეს მონმარტზე მდებარე საკრეკერში, ასევე წმინდა ანდრიას სახელობის ტაძარში ბორდოში და სტრასბურგის ტაძარშიც.
მანამდე კი პარიზის არქიეპისკოპოსმა მიშელ ოტიმ წინასააღდგომო მესა, რომელიც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში უნდა აღევლინათ, სენ სიულპისის ტაძარში ჩაატარა. ეკლესიაში იმყოფებოდა ემანუელ მაკრონის მეუღლე ბრიჯიტ მაკრონი და საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი კრისტოფ კასტანერი.
შეგახსენებთ, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ცეცხლი 15 აპრილს გაჩნდა. ცეცხლმა უნიკალური ტაძარი მნიშვნელოვანად დააზიანა. საფრანგეთის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ პარიზის სიმბოლოს ხუთ წელიწადში სრულად აღადგენენ.