პანკისში დაკავებული ერთ-ერთი პირისთვის ბრალის წარდგენა ე.წ. მოდულის შენობაში მიმდინარეობს
ტერორიზმის ხელშეწყობისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებისთვის დაკავებული ერთ-ერთი პირისთვის ბრალის წარდგენა ე.წ. მოდულის შენობაში მიმდინარეობს.
ბადურ ჩოფანაშვილის ადვოკატი წინასწარი დაკავების იზოლატორში ცოტა ხნის წინ შევიდა.
დალი ბარბაქაძის თქმით, მას გამომძიებელი დაუკავშირდა და აცნობა, რომ ბრალის წარდგენის შემდეგ საქმის მასალებს გადასცემდა. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რა მტკიცებულებების მოპოვება შეძლო გამოძიებამ დაკავებულების წინააღმდეგ.
სუს-მა სოპეცოპერაცია დუისში გუშინ ჩააატარა. სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერისა და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით, ხუთი პირი დააკავა.