ოსკარს 2019 წლიდან ახალი კატეგორია – წლის ყველაზე პოპულარული ფილმი ემატება. ინფორმაცია ამის შესახებ ამერიკის კინო აკადემიამ გაავრცლა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ მოხერხდება ახალ კატეგორიაში კონკრეტული ფილმების შერჩევა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ოსკარის დაჯილდოების ცერემონიის დრო 2019 წლიდან სამ საათამდე შემცირდება. აკადემიის წარმომადგენლების განცხადებით, მაყურებლისთვის ეს უფრო კომფორტული იქნება.
2019 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონიას ტრადიციულად ლოს-ანჯელესის დოლბის თეატრი უმასპინძლებს. კინოს სამყაროს ყველაზე პოპულარული და რეიტინგული ღონისძიება 24 თებერვალს გაიმართება.