„ოსკარის“ წვეულებაზე ფრენსის მაკდორმანდს ჯილდო მოპარეს.
ინფორმაციას ამის შესახებ hollywood reporter ავრცელებს. უცნობი მამაკაცი, რომლის სახელი და გვარი არ ვრცელდება, დაცვამ შენიშნა და დააკავა. როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, მსახიობი ძალიან აღელდა და ატირდა კიდეც, როდესაც მაგიდასთან დაბრუნებულმა ქანდაკება იქ აღარ დახვდა.
ფრენსის მაკდორმანდმა „ოსკარი“ საუკეთესოდ შესრულებული ქალის როლისთვის მიიღო. მაკდორმანდი სამი ბილბორდი ებინგიზ საზღვარზე მისურიში მილდრედ ჰეისის როლს ასრულებს.
ფილმის სიუჟეტი სწორედ მილდრედ ჰეისის ისტორიას მოგვითხრობს, რომლის შვილიც მოკლეს, საქმე კი მკვლელობიდან რამოდენიმე კვირის შემდეგაც არ გახსნილა.
პოლიციის უმოქმედობის გამო, მილდრედი სამ სარეკლამო დაფაზე განათავსებს მიმართვას პოლიციის უფროსისადმი, რაც საბოლოოდ მისი და მთავრობის ბრძოლაში გადაიზრდება.
ფრენსის მაკდორმანდს ფილმში პარტნიორობას ვუდი ჰარელსონი და სემ როკველი უწევენ.