„ოსკარის“ 91-ე დაჯილდოების წითელმა ხალიჩამ, ტრადიციულად, გრანდიოზულად და პომპეზურად ჩაიარა.
კინოსამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ვარსკვლავების რაოდენობით გამოირჩეოდა.
ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს ნომინანტების გარდა, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა მსახიობების ჩაცმულობაც.
„ოსკარზე“ მიწვეულ სტუმრებს ასობით რეპორტიორი და მილიონობით მაყურებელი ადევნებს თვალს.
კაბები და კოსტიუმები, რომლებიც ვარსკვლავებმა წლევანდელი „ოსკარისთვის“ შეარჩიეს, განხილვის საგანი კიდევ დიდხანს იქნება.
მოწვეულმა სტუმრებმა უკვე „დოლბის“ თეატრში გადაინაცვლეს . „ოსკარის“ სრულ ტრანსლაციას პირველი არხი მაყურებელს პირდაპირ ეთერში სთავაზობს.
რემი მალეკი მეგობარ გოგოსთან ერთად
ბრედლი კუპერი წითელ ხალიჩაზე დედასთან და მეუღლესთან ერთად გამოჩნდა
ბრედლი კუპერი საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაშია წარდგენილი ფილმისთვის „ვარსკვლავის დაბადება“. სურათი კუპერის პირველი სადებიუტო ნამუშევარია.
ხავიერ ბარდემი
სემუელ ელ ჯექსონი
სარა პოლსონი
დიდი პატარა ტყუილების მსახიობი ლორა დერნი
ჯენიფერ ლოპესი სარკეებიანი კაბით
„ლალა ლენდისა“ და „ფავორიტის“ ვარსკვლავი ემა სთოუნი ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის იბრძოლებს ოსკარისთვის
„აქვამენში“ მთავარი როლის შემსრულებელი ჯეისონ მომოა და მისი მეუღლე. მომოა ფართო საზოგადოებამ „სამეფო კარის თამაშებში“ შესრულებული ჰალ დროგოს როლით გაიცნო.
ჯეისონ მომოას მეუღლეს ლეგენდარული დიზაინერის, კარლ ლაგერფელდის პატივსაცემად, მისი კაბა აცვია
მარველის კომიქსების სუპერგმირი ბრი ლარსონი