2019 წლის „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია განსაკუთრებული იქნება. სცენას ლეგენდარული ინგლისური ჯგუფი „ქუინი“ დაუბრუნდება.
დღევანდელ საღამოზე ჯგუფის ვოკალისტი ადამ ლამბერტი იქნება. ის კომპოზიციებს ბრაიან მეისთან და „ქუინის“ სხვა ლეგენდარულ წევრებთან ერთად შეასრულებს.
ასევე ცნობილია, რომ შესრულდება ლედი გაგასა და ბრედლი კუპერის პერფორმანსები. სცენაზე ვიხილავთ ემილი ბლანტს, რომელიც შეასრულებს სიმღერას ფილმიდან „მერი პოპინსი ბრუნდება“.
საზეიმო ცერემონიას წელს პირველად არ ეყოლება წამყვანი. ნომინაციებში გამარჯვებულებს ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავები გამოაცხადებენ, წამყვანების მონოლოგების ნაცვლად კი მუსიკალური ნომრებისა და ვიდეორგოლების ჩვენებაა დაგეგმილი.
„ოსკარის“ სრულ ტრანსლაციას პირველი არხი მაყურებელს პირდაპირ ეთერში სთავაზობს. განმეორებით კი „ოსკარის“ რიგით 91-ე დაჯილდოების ცერემონია 25 თებერვალს, „მოამბის“ მთავარი გამოშვების შემდეგ გავა.
წელს ოქროს ქანდაკება 24 ნომინაციაში გაიცემა.