ჰარვი ვაინშტეინისა და კევინ სპეისის გარშემო ატეხილი სკანდალების შემდეგ, სექსიზმისა და ბულინგის გასაპროტესტებლად, მსოფლიო კინოს ვარსკვლავები ოსკარის დაჯილდოებაზე შავი ტანსაცმლით მივლენ. ინფორმაციას ამის შესახებ Variety ავრცელებს.
მსახიობებმა მსგავსი გადაწყვეტილება ოქროს გლობუსისა და BAFTA-ს დაჯილდოებაზეც მიიღეს და წითელ ხალიჩაზე სექსუალური შევიწროების გასაპროტესტებლად შავი ტანისამოსი მოირგეს.
კინოსამყაროს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და პოპულარულ ღონისძიებამდე რამდენიმე საათი დარჩა.
მზადება ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიისთვის უკვე დასრულდა. ოსკარი წელს 90-ედ გაიმართება.