ორი ოსკარის მფლობელ ქეით ბლანშეტს, საპატიო ბაფთას გადასცემენ.
ინფორმაციას ამის შესახებ როიტერსი ავრცელებს. სტენლი კუბრიკის სახელობის ჯილდო ავსტრალიელ მსახიობს 26 ოქტომბერს გადაეცემა.
საზეიმო ღონისძიება, ლოს-ანჯელესში სასტუმრო ბევერლი ჰილტონში გაიმართება. კინო სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და პრესტიჟული ჯილდო აქამდე მიუღიათ ისეთ მსახიობებს როგორებიც არიან ტომ ჰენკსი, დენზელ ვაშინგტონი, დენიელ დეი-ლუისი, მერილ სტრიპი, ჯოდი ფოსტერი. ცერემონია ბრიტანულმა კინო და ტელე აკადემიამ 1989 წელს დაარსა.