ოლიმპიადისთვის ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეაში უმაღლესი რანგის დიპლომატს გზავნის
ზამთრის ოლიმპიადასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეაში უმაღლესი რანგის დიპლომატს გზავნის. ცერემონიული მთავრობის მეთაური 22-წევრიან დელეგაციას უხელმძღვანელებს, რომელიც სამხრეთ კორეაში პარასკევს ჩავა. ამის შესახებ სამხრეთ კორეის ერთიანობის სამინისტროში განაცხადეს.
ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე ორი ქვეყნის ათლეტები ერთი დროშის ქვეშ გამოვლენ. თამაშებში ჩრდილოეთ კორეის მონაწილეობა ფხენიანისგან დიპლომატიურ მანევრად განიხილება.
ბოლოს ორივე ქვეყნის სპორტსმენები კორეის ნახევარკუნძულის დროშით 2006 წლის ტურინის ზამთრის ოლიმპიადაზე გამოვიდნენ.