უკრაინის ქალაქ ოდესის პორტში ამერიკული სამხედრო გემი Carney DDG-64 შევიდა.
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის სარდლობაზე დაყრდნობით უკრაინული მედია წერს, რომ ვიზიტის მიზანია ზღვაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაციის ჩატარება, ასევე ნატო-ს მოკავშირეებს და პარტნიორებს შორის კომბინირებული მზადყოფნისა და სამხედრო-საზღვაო ძალების პოტენციალის გაძლიერება.
ამერიკული ხომალდი ოდესის პორტში 11 იანვრამდე დარჩება.
2017 წელს სწორედ ამ ხომალდმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სწავლება Sea Breeze-ში.