უკრაინული მედიის ცნობით, ოდესის პორტზე რუსეთის მორიგი შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
უკრაინული მედიის ცნობით, ოდესის პორტზე რუსეთის მორიგი შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

რუსეთმა ოდესის პორტზე მორიგი შეტევა განახორციელა. დაიღუპა ერთი ადამიანი. ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.

რუსეთმა მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა ოდესის რეგიონის პორტის ინფრასტრუქტურაზე, რის შედეგადაც დაცვის თანამშრომელი დაიღუპა.

„ღამით მტერმა სარაკეტო შეტევა განახორციელა ოდესის რეგიონის პორტის ინფრასტრუქტურაზე. პორტის ერთ-ერთ ადმინისტრაციულ შენობაზე დარტყმის შედეგად თანამშრომელი დაიღუპა. დაზიანებულია ერთ-ერთი სატვირთო ტერმინალის საწარმოო ტექნიკა“, – განაცხადა ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, ოლეგ კიპერმა.

მედიის ცნობით, რუსეთმა შავი ზღვის წყალქვეშა ნავიდან კრიტიკულად დაბალ სიმაღლეზე „კალიბრის“ ტიპის რაკეტები გაუშვა, რაც მათ დროულად აღმოჩენას ართულებდა.