„სიენენი“ - იემენელი „ჰუსიტების“ მიერ ნასროლი ბალისტიკური რაკეტა ამერიკულ სავაჭრო ხომალდს მოხვდა
„სიენენი“ - იემენელი „ჰუსიტების“ მიერ ნასროლი ბალისტიკური რაკეტა ამერიკულ სავაჭრო ხომალდს მოხვდა

იემენელი „ჰუსიტების“ მიერ ნასროლი ბალისტიკური რაკეტა ამერიკულ სავაჭრო ხომალდს მოხვდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

როგორც აშშ-ის სამხედრო-საზღვაო სარდლობაში განმარტავენ, ინციდენტის შედეგად ხომალდს მნიშვნელოვანი დაზიანება არ მიუღია, არც მის ბორტზე მყოფი პირები დაშავებულან და ხომალდი მარშრუტს განაგრძობს.

ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა საზღვაო უსაფრთხოების სააგენტო „ამბრიმ“ ინფორმაცია გაავრცელა, რომ „ჰუსიტებმა“ სამი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, თუმცა ორ მათგანს ზღვამდე არ მიუღწევია.