ოდესიდან გასული პირველი სატვირთო გემი სამოქალაქო ხომალდებისთვის გახსნილი დროებითი დერეფნის გავლით ბოსფორის სრუტემდე ჩავიდა
ოდესიდან გასული პირველი სატვირთო გემი სამოქალაქო ხომალდებისთვის გახსნილი დროებითი დერეფნის გავლით ბოსფორის სრუტემდე ჩავიდა

ოდესიდან გასული პირველი სატვირთო გემი „ჯოზეფ შულტე“ უკრაინის მიერ სამოქალაქო ხომალდებისთვის გახსნილი დროებითი დერეფნის გავლით თურქეთის ბოსფორის სრუტემდე ჩავიდა.

აღნიშნულმა გემმა მიმდინარე კვირის დასაწყისში დატოვა შავი ზღვის პორტი ოდესა. გემი პორტში 2023 წლის 23 თებერვლიდან იდგა.

როგორც „ანადოლუ“ წერს, „ჯოზეფ შულტე“ ამბრალის პორტში გაჩერდება.

მედიის ცნობით, გადაზიდვისა და სადაზღვევო წყაროები უსაფრთხოების შესახებ შეშფოთებას გამოთქვამენ.

უკრაინამ შავ ზღვაში სამოქალაქო ხომალდებისთვის „ჰუმანიტარული დერეფნის“ გახსნის შესახებ გასულ კვირას გამოაცხადა.

„გამოცხადებულია ახალი დროებითი მარშრუტები სამოქალაქო ხომალდებისთვის, რომლებიც უკრაინის შავი ზღვის პორტებისკენ ან პორტებიდან გადაადგილდებიან. ამასთან ერთად, ყველა მარშრუტზე რუსეთის მხრიდან მომავალი სამხედრო და ნაღმების საფრთხეები შენარჩუნებულია“, – განაცხადეს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურებმა.