ანტონიუ გუტერეში ოდესის პორტის დაბომბვას გმობს
ანტონიუ გუტერეში ოდესის პორტის დაბომბვას გმობს

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში ოდესის პორტის დაბომბვას გმობს.

როგორც გაერო-ს პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, ანტონიუ გუტერეში „უპირობოდ გმობს დღეს განხორციელებულ დარტყმებს უკრაინის ოდესის პორტზე“.

„გუშინ ყველა მხარემ აიღო მკაფიო ვალდებულება მსოფლიო ასპარეზზე უკრაინული მარცვლეულისა და მასთან დაკავშირებული პროდუქტების უსაფრთხო გადაადგილების შესახებ მსოფლიო ბაზრებზე. ეს პროდუქტები აუცილებელია გლობალური სასურსათო კრიზისის დასაძლევად და მილიონობით გაჭირვებული ადამიანის ტანჯვის შესამსუბუქებლად მთელ მსოფლიოში. რუსეთის ფედერაციის, უკრაინისა და თურქეთის მიერ შეთანხმების სრული განხორციელება სავალდებულოა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

რუსებმა ოდესის საზღვაო-სავაჭრო პორტი დღეს დაბომბეს.