ნუკრი ქანთარია - საინტერესოა, მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებაზე ხელმოწერების შეგროვებას რამდენად შეძლებენ და რა დამოკიდებულება იქნება ხალხში
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარიას შეფასებით, საინტერესოა, სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებაზე მაჟორიტარი დეპუტატები ხელმოწერების შეგროვებას რამდენად შეძლებენ და რა დამოკიდებულება იქნება თავად ხალხში.
როგორც ჟურნალისტებს ქანთარიამ განუცხადა, ცვლილებების თაობაზე არაფერი იცის, სმენი, რომ ამერიკული ვერსიაა.
„მათ უფლება აქვთ, თუ სჯერათ, ხალხში გაიტანონ. საინტერესოა, ხელმოწერების შეგროვებას რამდენად შეძლებენ, რა დამოკიდებულება იქნება ხალხში. მეეჭვება, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, 2020 წლის შემდეგ არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების საკითხი. მეეჭვება, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა მოვასწროთ. რა ინტერესი აქვთ, ეს მათ უნდა ჰკითხოთ. კონსტიტუციაში ხშირ ცვლილებებს უნდა მოვერიდოთ“, – განაცხადა ქანთარიამ.