დიმიტრი ხუნდაძე - პოლიტიკაში პრინციპულობა, კომპრომისი, შეთანხმება არის მიღებული და ეს ქიმიურ პროცესს ნამდვილად სჯობს
დიმიტრი ხუნდაძე - პოლიტიკაში პრინციპულობა, კომპრომისი, შეთანხმება არის მიღებული და ეს ქიმიურ პროცესს ნამდვილად სჯობს

პოლიტიკაში პრინციპულობა, კომპრომისი, შეთანხმება არის მიღებული და ეს ქიმიურ პროცესს ნამდვილად სჯობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძე გამოეხმაურა მამუკა მდინარაძის განცხადებას, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, აღნიშნა, რომ „2020 წლის არჩევნებამდე უნდა მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილება, რომ 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდეს“.

როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, მაჟორიტარი დეპუტატების პრინციპულობით პირველი საკითხი, რომ 2020 წელს არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება მიღწეულია.

„ჩვენ ასევე საკითხი დავაყენეთ, რომ შეგვექმნა ქვეყნისთვის სტაბილური გარემო, რომ მისი პოლიტიკური უსაფრთხოება იყოს დაცული. იმ სახიფათო ჩანაწერის გასწორებას ვითხოვდით, რომელიც ხელს აძლევს, არასტაბილური გარემო შეიქმნას საარჩევნო პროცესზე. ეს ჩანაწერი დესტრუქციულ ძალას ახალისებს, რომელიც ქუჩას არ ტოვებს და ცდილობს, დაძაბულობაში ამყოფოს ქვეყანა და საზოგადოება. ამ ნაწილში უმრავლესობის უმრავლესობის მხრიდან კომპრომისი შემოთავაზებულია და ჩვენთვის მისაღებია, რომ უმრავლესობა ერთიანად შეეცდება ეს ჩანაწერი გაასწოროს. ჩვენი მხრიდან გაცემულია კომპრომისი, რომ ამ ეტაპზე არ მოვითხოვთ, 2024 წელს სუფთა მაჟორიტარული სისტემით არჩევნების ჩატარებას. თუ შედეგი ვერ დადგება, პროცესს გავაგრძელებთ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დატოვე კომენტარი