ნუკრი ქანთარია - მიხეილ სააკაშვილი თავისი გამოხტომებით უკრაინას აზიანებს, ყურადღებით უნდა ვიყოთ, ეს ძებნილი კაცი გისოსებს მიღმა აუცილებლად უნდა აღმოჩნდეს
ნუკრი ქანთარია - მიხეილ სააკაშვილი თავისი გამოხტომებით უკრაინას აზიანებს, ყურადღებით უნდა ვიყოთ, ეს ძებნილი კაცი გისოსებს მიღმა აუცილებლად უნდა აღმოჩნდეს

სააკაშვილი თავისი გამოხტომებით უკრაინას აზიანებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მან კომენტარი გააკეთა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე, რომლის თქმითაც, უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი, რომელსაც არ აქვს სახელმწიფოს პოზიციის წარდგენის უფლება, აქტიურად აკეთებს კომენტარებს საქართველოში არსებულ ვითარებაზე არჩევნების წინ.

„უკრაინა არის მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი. ვიზიარებ, მათ უხერხულობას, რადგან დარწმუნებული ვარ, ისინი მდგომარეობას განიცდიან. სააკაშვილი ჯერ ვიცე-პრემიერად უნდოდათ, არ გამოუვიდათ და შემდეგ, თითქოს, რეფორმები მას ჩააბარეს, თუმცა თუ ეს ასე არ არის, გარკვევით გვითხრან. ასეა თუ ისე, სააკაშვილი თავისი გამოხტომებით უკრაინას აზიანებს. იმედი მაქვს, როცა ეს ყველაფერი უფრო შორს შევა, არ არის გამორიცხული, რომ მასთან პოროშენკოს სცენარის ამბები გამეორდეს. შეიძლება, სახურავი არ იყოს და სარდაფი იყოს, ხეზე იყოს. ფაქტია, რაღაც იმავეს ამზადებს სააკაშვილი. მის ავადმყოფურ გამოხტომებს საზოგადოება მიჩვეულია, მაგრამ ყურადღებით უნდა ვიყოთ, ეს ძებნილი კაცი გისოსებს მიღმა აუცილებლად უნდა აღმოჩნდეს“, – განაცხადა ქანთარიამ.