ნუკრი ქანთარია - გაერთიანებული ოპოზიციის ერთობა იყო ხელოვნური, მათ საზოგადოება ყოყმანის გარეშე გამოუტანს განაჩენს
ნუკრი ქანთარია - გაერთიანებული ოპოზიციის ერთობა იყო ხელოვნური, მათ საზოგადოება ყოყმანის გარეშე გამოუტანს განაჩენს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ერთობა იყო ხელოვნური.

როგორც დეპუტატმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მათთვის საზოგადოების მხრიდან განაჩენი ყოყმანის გარეშე იქნება გამოტანილი

„ერთობა იყო ხელოვნური. მათგან კიდევ შეიძლება ველოდოთ კომიკურ პასაჟებს, მათ ერთმანეთთან არანაირი ფასეულობა არ აკავშირებთ. ვფიქრობ, უახლოეს ხანში ერთმანეთს სერიოზულად დასცხებენ. მათთვის საზოგადოების მხრიდან განაჩენი ყოყმანის გარეშე იქნება გამოტანილი. მათ ერთადერთი რაც ანუგეშებთ, ის არის, რომ როგორმე, ლობისტების საშუალებით, რამდენიმე კონგრესმენის პოზიციით საქართველოს მოსახლეობა დაარწმუნონ იმაში, თითქოს, რაიმე გადაწყვეტილია. ამ ყველაფერს რაც უფრო ეცდებიან, მით უფრო უსუსურები ჩანან“, – განაცხადა ქანთარიამ.

შეგახსენებთ, „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ არის საუბარი გაერთიანებიდან „ნაციონალური მოძრაობის“ გასვლის თაობაზე.

თუმცა, მისივე თქმით, ამ თემაზე საბოლოო კომენტარი თავად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა გააკეთოს.