ნუკრი ქანთარია - ეს მავნებელი ოპოზიცია 2012 წლამდე საოცარი სიძულვილით იყო განწყობილი პროპორციული საარჩევნო სისტემის მიმართ, მერე თითქოს ოცნებობდა, ოღონდ მიგვაღებინაო
ნუკრი ქანთარია - ეს მავნებელი ოპოზიცია 2012 წლამდე საოცარი სიძულვილით იყო განწყობილი პროპორციული საარჩევნო სისტემის მიმართ, მერე თითქოს ოცნებობდა, ოღონდ მიგვაღებინაო

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით „ევროპული საქართველოს“ მონაწილეობის გარეშეც იქნებოდა მიღებული.

„მგონია, რომ ახლაც მივიღებთ, ერთადერთი, თუ ჯანმრთელად არის სულ ყველა და პარლამენტში მოვიდა ის ნაწილი, რომელიც დაპირებულია, რომ ხმას მოგვცემს. მე მგონია, რომ ყველა ჯანმრთელადაა და არავითარი საფრთხე ამას არ ემუქრება.

ეს მავნებელი ოპოზიცია 2012 წლამდე რაღაც საოცარი სიძულვილით იყო განწყობილი პროპორციული საარჩევნო სისტემის მიმართ; 2012 წლის შემდეგ ოცნებობდა თითქოს იმაზე, ოღონდ ეს მიგვაღებინაო, მაგრამ რამდენჯერმე უგანა და არ მისცა ხმა 2016 წელს. ასე რომ, ახლა რა ჭკუაზეა და რას იზამს, მათ უნდა კითხოთ. ჩვენ მივიღებთ ამას, დარწმუნებული ვარ და ჩატარდება ნორმალური, გამჭვირვალე და მშვიდობიანი არჩევნები“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით დღეს უყრის კენჭს.