ნუკრი ქანთარია - ვანო მერაბიშვილი არის კალენდრიდან ამოხეული ფურცელი, თუ რომელიმე პარტია კედელზე დაიკიდებს, მათი საქმეა
ნუკრი ქანთარია - ვანო მერაბიშვილი არის კალენდრიდან ამოხეული ფურცელი, თუ რომელიმე პარტია კედელზე დაიკიდებს, მათი საქმეა

ვანო მერაბიშვილი არის კალენდრიდან ამოხეული ფურცელი, თუ ამას რომელიმე პარტია კედელზე სიმბოლურად დაიკიდებს, ეს მათი საქმეა და მათი გადასაწყვეტია – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განუცხადა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი არის ბლეფი.

„ორი გვამის პატრონი პოლიტიკაში ისე აქტიურად მობრუნდეს, რომ მან ამ მუქარასა თუ დანაქადნებს ოდნავ მაინც ბიძგი მისცეს, არის აბსოლუტურად გამორიცხული“, – დასძინა ქანთარიამ.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დილით დატოვა. ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ, მერაბიშვილმა განაცხადა, რომ „დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, პოლიტპატიმრებისთვის ამ ციხის კარი ფართოდ გაიღება“.

დატოვე კომენტარი