ნუ მოკლავ - სოლიდარობის აქცია 51-ე საჯარო სკოლასთან [ფოტოამბავი]
ნუ მოკლავ - სოლიდარობის აქცია 51-ე საჯარო სკოლასთან [ფოტოამბავი]

ნუ მოკლავ, – ამ სახელწოდებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაღუპული ორი არასრულწლოვანის ხსოვნის პატივის მისაგებად, სოლიდარობის აქცია გაიმართა 51-ე საჯარო სკოლასთან.

აქციაზე გარდაცვლილი არასრულწლოვნების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღასრულეს. სკოლის ეზოში შეკრებილ სკოლის მოსწავლეებთან ერთად, მათი მშობლები და მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

ანთებული სანთლებით ხელში, შეკრებილებმა გარდაცვლილების ხსოვნას პატივი მიაგეს და ძალადობა კიდევ ერთხელ დაგმეს.

 

ფოტოები: დავით ბანცაძე