ნიუ-იორკის ბირჟა ჩიკაგოს ბირჟის  შეძენას აპირებს
ნიუ-იორკის ბირჟა ჩიკაგოს ბირჟის შეძენას აპირებს

ნიურ-იორკის საფონდო ბირჟა ჩიკაგოს საფონდო ბირჟის შესაძენად მოლაპარაკებებს აწარმოებს. ინფორმაციას ამერიკული გამოცემა “ვოლ სტრიტ ჯორნალი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ნიუ-იორკის ბირჟა ჩიკაგოს ბირჟაში დაახლოებით 70 მილიონი დოლარის გადახდას აპირებს. თავად ბირჟები ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

მანამდე, ჩიკაგოს ბირჟის შეძენით ჩინელი ინვესტორები იყვნენ დაინტერესებული, თუმცა შეერთებული შტატების შესაბამისმა მარეგულირებელმა ორგანომ გარიგება დაბლოკა.