ინდექსების ვარდნის გამო, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა დროებით შეფერხდა
ინდექსების ვარდნის გამო, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა დროებით შეფერხდა

ინდექსების ვარდნის გამო, უოლ სტრიტის საფონდო ბირჟაზე დღეს ვაჭრობა 15 წუთით შეფერხდა.

ვაჭრობის დაწყებიდან მოკლე დროში სამი მთავარი ინდექსი: „დოუ ჯონსი“ – 7.4 პროცენტით, „ეს ენდ ფი 500“ – 6 პროცენტით, „ნასდაქი“ კი, 6.9 პროცენტით დაეცა.

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა ბოლო ერთი კვირის განამვლობაში უკვე მეორედ შეწყდა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, აშშ-ის ხელისუფლებამ კაპიტოლიუმის და პარლამენტის ორივე პალატის სამუშაო ოფისების და შენობების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვა აპრილამდე გავრცელდება.

ამასთან, ვირუსის გამო, რკორდული ვარდნაა ევროპულ საფონდო ბირჟებზეც. გერმანული „დაქსი“ 9.6 პროცენტით დაეცა, რაც 1987 წლის შემდეგ პირველად მოხდა. 9.8 პროცენტიანი კლება აქვს საფრანგეთის „სიეისი 40“-ს, ბრიტანეთის „ეფ-ტი-სი“ კი, 9 პროცენტით შემცირდა.