პლანეტის უმდიდრესმა ადამიანებმა კორონავირუსის გამო, ერთ კვირაში 444 მილიარდი დოლარი დაკარგეს
პლანეტის უმდიდრესმა ადამიანებმა კორონავირუსის გამო, ერთ კვირაში 444 მილიარდი დოლარი დაკარგეს

პლანეტის უმდიდრესმა ადამიანებმა კორონავირუსის ეპიდემიის გამო ერთ კვირაში 444 მილიარდი დოლარი დაკარგეს. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

ბრიტანული გამოცემის ცნობით, ყველაზე მეტად ფინანსურად ჯეფ ბეზოსი, ბილ გეითსი, ბერნარ არნო, ელონ კასკი და მარკ ცუკერბერგი დაზარალდნენ.

„გარდიანის“ ცნობით, „ამაზონის“ დამფუძნებელმა უკანასკნელ ერთი კვირაში 11,9 მილიარდი დოლარი იზარალა. „მაიქროსოფთის“ დამფუძნებელი ბილ გეითსის ქონება კი, 10 მილიარდი დოლარით შემცირდა. რაც შეეხება ბერნარ არნოსა და ელონ მასკს, თითოეულმა მათგანმა ცხრა მილიარდი დოლარი დაკარგეს. მათთან ერთად ათეულში მოხვდა ამერიკელი ბიზნესმენი უორენ ბაფეტი და „ფეისბუქის“ ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი.

კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე, საერთაშორისო მასშტაბით საფონდო ბირჟებზე აქტივები კიდევ ერთხელ გაუარესდა. როგორც დასავლური მედია იუწყება, ასეთი დაბალი მაჩვენებელი 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ პირველად აღინიშნა. კორონავირუსის გამო, საფონდო ბირჟებმა ხუთი ტრილიონი დოლარი დაკარგეს. ნავთობის ფასი კი, ხუთი პროცენტით დაეცა.