ნინო გვენეტაძე - თუ უვადოდ გამწესებაზე გარდამავალი დებულებების სახით დათქმა გაკეთდება, ჩვენ მას შევასრულებთ
ნინო გვენეტაძე - თუ უვადოდ გამწესებაზე გარდამავალი დებულებების სახით დათქმა გაკეთდება, ჩვენ მას შევასრულებთ

ჩვენ ვმოქმედებთ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და კანონის სივრციდან ვერ გავალთ, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, სადაც მარგველაშვილმა იუსტიციის საბჭოს მიმართა, ე.წ. გირგვლიანის შესწორებების მიღებამდე, მოსამართლები უვადოდ არ დანიშნოს.

„თუ საპარლამენტო ორგანო ამ მხრივ რაიმე დათქმას გააკეთებს გარდამავალი დებულებების სახით, ჩვენ მას შევასრულებთ. სხვა შემთხვევაში, კანონის სივრციდან ვერ გავალთ. ყველა მოსამართლის დანიშვნას დავადასტურებ ჩემი ხელმოწერით, თუმცა კენჭისყრის შედეგების მიხედვით შეგიძლიათ იმსჯელოთ გადაწყვეტილებების თაობაზე“, – განაცხადა გვენეტაძემ.

გიორგი მარგველაშვილმა მიმართა იუსტიციის საბჭოს, ე.წ. გირგვლიანის შესწორებების კანონად მიღებამდე, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნაზე მორატორიუმი გამოაცხადოს.