ნინო გვენეტაძე თსუ-ს პრორექტორის რანგში უნივერსიტეტის სასწავლო მიმართულებას უხელმძღვანელებს
ნინო გვენეტაძე თსუ-ს პრორექტორის რანგში უნივერსიტეტის სასწავლო მიმართულებას უხელმძღვანელებს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გია შარვაშიძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს.

როგორც პირველ არხს თსუ-ში განუცხადეს, რექტორის ერთ-ერთი მოადგილე უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე იქნება, რომელიც პრორექტორის რანგში სასწავლო მიმართულებას უხელმძღვანელებს.

მეორე მოადგილედ ნინო ოკრიბელაშვილი დაინიშნა, რომელიც სამეცნიერო მიმართულებას უხელმძღვანელებს.

როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ნატა ასათიანმა განაცხადა, ნინო ოკრიბელაშვილი მრავალი წელია, თსუ-ს პროფესორია და ამავდროულად აქვს ძალიან დიდი პრაქტიკა სამედიცინო მიმართულებით.

ხოლო რაც შეეხება ნინო გვენეტაძეს, ნატა ასათიანის თქმით, გვენეტაძე სხვადასხვა დროს იყო არაერთი უნივერსიტეტის პროფესორი, მათ შორის თსუ-ს პროფესორიც.