ნიკოლოზ კახეთელიძე - ოპოზიციის წარმომადგენლები არა კონკრეტული საკითხით, არამედ დესტაბილიზაციის მოხდენით არიან დაინტერესებულნი
ნიკოლოზ კახეთელიძე - ოპოზიციის წარმომადგენლები არა კონკრეტული საკითხით, არამედ დესტაბილიზაციის მოხდენით არიან დაინტერესებულნი

ოპოზიციის წარმომადგენლები არა კონკრეტული საკითხით, არამედ დესტაბილიზაციის მოხდენით არიან დაინტერესებულნი, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ კახეთელიძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, სადაც დედაქალაქში დაგეგმილ სამშენებლო პროექტებზე მსჯელობენ.

ნიკოლოზ კახეთელიძე დედაქალაქის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„კომისიის გუშინდელ სხდომაზე ყველა მოწვეულ ექსპერტს მიეცა საშუალება, გამოეთქვა აზრი, ჩვენ მათ ვუსმენდით, თუმცა მას შემდეგ, რაც უშუალოდ საკითხის განხილვა დაიწყო, სხდომაზე არცერთი ექსპერტი აღარ იყო და ოპოზიციის მხოლოდ ოთხი დეპუტატი დარჩა. ეს არის ზუსტად იმის მაგალითი, რომ თქვენ კონკრეტული საკითხი კი არ გაინტერესებთ, არამედ გაინტერესებთ როგორმე დესტაბილიზაციის მოხდენა, რისი მცდელობა გუშინაც გქონდათ“, – განაცხადა ნიკოლოზ კახეთელიძემ.