ამაყი ვარ, რომ დღეს საღმა აზრმა გაიმარჯვა, ბრალდებები, რომელიც ჩემს წინაშე იყო დაყენებული, არ გაიზიარა საზოგადოებამ, – ამის შესახებ თბილისის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ჭონქაძემ განაცხადა.
როგორც ნიკოლოზ ჭონქაძემ აღნიშნა, ბრალდებები, რომელიც მის მიმართ ისმოდა, არის ფარსი და ტყუილი.
“ეს იყო ჩემი შეურაცხყოფა, სამი დღის მანძილზე ვითმენდი ამ შეურაცხყოფებს, მათ შორის ამ დარბაზშიც. საუბრობენ და ბრალდებებს მიყენებდნენ ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ მიცნობენ, მათ არ იციან ჩემი ცხოვრების წესი, სტილი და ცხოვრებაში არ ჰქონიათ ჩემთან ურთიერთობა. ამ ბარლდებებს თავისი ფანტაზიის საფუძველზე მიყენებდნენ, ამ შეურაცხყოფებს ისმენდნენ ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები. ეს ხდებოდა არა პრივატულ სივრცეში, არამედ საჯაროდ, მათ შორის ტელევიზიაშიც. უარვყოფ, რომ ვარ ჰომოფობი,ფაშისტი და ა.შ ვერც ერთ ფაქტს ვერ მოიყვანენ, რომ ვინმეზე ძალა გამომეყენებინა, ან ვინმეზე მეძალადა. მე მათ არ ავყვები. ჩემ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ჩემი ქალაქის სამსახურში მოვდივარ ჩემი საქმის საკეთებლად, მე ვარ მოხარული, რომ ჩემ შვილებ,ს ქალაქს და ამ ქალაქის მომავალს უნდა ვემსახურო”, – განაცხადა ნიკოლოზ ჭონქაძემ.
საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის მხრიდან გამოითქვა მოსაზრებები, რომ ნიკოლოზ ჭონქაძე სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული იყო, როგორც სულიკო კედელაშვილი და გამოირჩეოდა ქსენოფობიური განცხადებებით.