ნიკოლოზ ანთიძე - სათხეს სამონასტრო კომპლექსში აღმოჩნდა ორი საფლავის ქვა, რომელზეც წარწერებია დატანილი
სათხეს სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სამუშაოების დროს აღმოჩნდა ორი საფლავის ქვა, რომელზეც წარწერებია დატანილი, – ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე „ფეისბუქზე“ წერს.
ანთიძის ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით, წარწერაში მოხსენიებულია მე-17 საუკუნეში ტაძრის რესტავრატორი, ზურაბიშვილი.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სპეციალისტები სრულფასოვან კვლევას აღნიშნულ საკითხზე მალე გამოაქვეყნებენ.