ნიკოლოზ ანთიძე აცხადებს, რომ გელათის ტაძრის სახურავის მხოლოდ 16 პროცენტია დაზიანებული და ხარვეზის გამოსასწორებლად სამუშაოები მიმდინარეობს
ნიკოლოზ ანთიძე აცხადებს, რომ გელათის ტაძრის სახურავის მხოლოდ 16 პროცენტია დაზიანებული და ხარვეზის გამოსასწორებლად სამუშაოები მიმდინარეობს

გელათის მონასტრის რეაბილიტაციის პროექტში ხარვეზების შესასწავლად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე სპეციალისტებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ.

ნიკოლოზ ანთიძემ განაცხადა, რომ დაზიანება ტაძრის სახურავის მხოლოდ 16 პროცენტზეა, რის აღმოსაფხვრელადაც სამუშაოები მიმდინარეობს. მისი თქმით, კულტურული ძეგლების რესტავრაციის დროს მცირეოდენი ხარვეზები ჩვეულებრივი მოვლენაა. მან ასევე განმარტა, რომ ხარვეზების გამო არ დაზიანებულა ფრესკები, მათ დაზიანება აქამდეც აღენიშნებოდა.

შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენელის, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლის, მაკა დვალიშვილის თქმით, მიმდინარეობს მეორე ეტაპზე შეტანილი კრამიტის კვლევა და ტაძარზე არსებული ხარვეზები გონივრულ ვადაში გამოსწორდება.

რაც შეეხება სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის პასუხისმგებლობას, საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

გელათის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2016 წელს დაიწყო.