საქართველოს რადიოს შესაძლოა, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭოს
საქართველოს რადიოს შესაძლოა, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭოს

ჩვენი რადიო მართლაც კულტურული მემკვიდრეობაა ჩვენთვის, – განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა საქართველოს რადიოს დილის პროგრამა „პიკის საათის“ პირდაპირ ეთერში.

ნიკოლოზ ანთიძე მიიჩნევს, რომ დროა, საქართველოს რადიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტის სტატუსი მიენიჭოს.

„არ გამოვრიცხავ, შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ, საქართველოს რადიოს სტატუსზე მსოფლიომაც უფრო ხმამაღლა ისაუბროს“, – აცხადებს ნიკოლოზ ანთიძე.

დატოვე კომენტარი