ნიკოლ ფაშინიანი - ვიდრე არცახს კონკრეტული სტატუსი არ ექნება, საკითხის მოგვარება შეუძლებელია
ნიკოლ ფაშინიანი - ვიდრე არცახს კონკრეტული სტატუსი არ ექნება, საკითხის მოგვარება შეუძლებელია

ჩვენს ხელისუფლებას, რომელმაც მიიღო ამ საკითხის ტრადიციულად მოგვარების და მეტიც – საბოლოო ფაზამდე მშვიდობიანად მიყვანის გადაწყვეტილება, აზერბაიჯანმა უარი უთხრა საკითხის მშვიდობიანად მოგვარებაზე, რადგან ეს მათთვის მიუღებელი იყო, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მოსახლეობისადმი მიმართვაში განაცხადა.

„უკვე რამდენიმე დღეა, აზერბაიჯანისა და თურქეთის მიერ ომი მიმდინარეობს არცახის წინააღმდეგ. სანამ გადავალ უშუალოდ ფრონტზე მიმდინარე მოვლენებზე, მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გავიგოთ შექმნილი სამხედრო პოლიტიკური სიტუაცია. მანამდე საჭიროა გაგება, თუ რა არის ამ ომის დაწყების მიზეზი და მიზანი. მოლაპარაკებების ამ ეტაპზე აზერბაიჯანი უკვე მისული იყო იმ ნიშნულამდე, რომ არცახის სომეხ მოსახლეობას უყენებდა საკუთარ უფლებებს. ამის არსი მდგომარეობს იმაში, რომ აზერბაიჯანს დაუყოვნებლივ გადასცემოდა შვიდი რაიონიდან ხუთი და დანარჩენი ორის შემთხვევაში, წარედგინა გადაცემის კონკრეტული ვადები. არცახი რომელიღაც სტატუსით უნდა ყოფილიყო აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და ამ ყველაფერს არ უნდა მოჰყოლოდა ხელისშემშლელი ფაქტორები, ანუ ტერიტორიები უნდა ყოფილიყო გადაცემული არა რომელიღაც სტატუსით, არამედ მშვიდობიანად. წინააღმდეგ შემთხვევაში, აზერბაიჯანი ომით გვაიძულებდა. ჩვენს ხელისუფლებას, რომელმაც მიიღო ამ საკითხის ტრადიციულად მოგვარების და მეტიც – საბოლოო ფაზამდე მშვიდობიანად მიყვანის გადაწყვეტილება, რეალურად აზერბაიჯანმა უარი უთხრა ამ საკითხის მშვიდობიანად მოგვარებაზე, რადგან ეს მათთვის მიუღებელი იყო“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

მისი თქმით, სანამ არცახს კონკრეტული სტატუსი არ ექნება, საკითხის მოგვარება შეუძლებელია.

„აზერბაიჯანმა არცახის სტატუსის საკითხთან დაკავშირებით განხილვებზე უარი თქვა და განმარტა იმით, რომ არცახს შეუძლია ჰქონდეს სუვერენიტეტი მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიის ფარგლებში. აზერბაიჯანმა არცახის სტატუსის საკითხთან დაკავშირებით განხილვებზე უარი თქვა და განმარტა იმით, რომ არცახს შეუძლია, ჰქონდეს სუვერენიტეტი მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიის ფარგლებში. შედეგად, უნდა გამოსულიყო ის, რომ მთიანი ყარაბაღი სომხებისგან დაცარიელებულიყო. ასევე, აზერბაიჯანი ახდენდა სამხედრო პოლიტიკური რიტორიკისა და ანტისომხური პოლიტიკის განვითარებას. ჩვენ ბოლო ორწელიწადნახევრის განმავლობაში განვახორციელეთ რეფორმები სამხედრო მიმართულებით და შევეცადეთ, შეგვექმნა რეალური პირობები. მთიანი ყარაბაღის საკითხი არ არის ომით მოსაგვარებელი. 2020 წლის ივლისში ტავუშში ჩვენი გამარჯვება ბევრისთვის მოულოდნელი იყო. აზერბაიჯანულ არმიას არ შეუძლია საკითხის მოგვარება სამხედრო გზით“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.