ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივა მიზნად ისახავს დაკავშირებადობის, დიალოგის ხელშეწყობას მეზობელ ქვეყნებთან და მის გარეთ
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივა მიზნად ისახავს დაკავშირებადობის, დიალოგის ხელშეწყობას მეზობელ ქვეყნებთან და მის გარეთ

სომხეთის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივა მიზნად ისახავს დაკავშირებადობისა და დიალოგის ხელშეწყობას მეზობელ ქვეყნებთან და მის გარეთ, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბრიუსელში ურსულა ფონ დერ ლაიენთან, ენტონი ბლინკენთან და ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის დროს განაცხადა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ფართო რეგიონში სინერგიის გაძლიერებისთვის, სომხეთი ცდილობს, „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინტეგრირებას ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიასთან.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ერევანი მზად არის აზერბაიჯანთან ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის 1991 წლის ალმა-ათის დეკლარაციის საფუძველზე.

„მჯერა, დემოკრატიული, მშვიდობიანი და აყვავებული მომავლის ჩვენი საერთო ხედვა კვლავაც მოემსახურება ჩვენს ორმხრივად სანდო ურთიერთობებს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.