მოსკოვში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინი და ნიკოლ ფაშინიანი მოკლევადიან პერიოდში შეძლებენ, პირადად განიხილონ სხვადასხვა საკითხი, მათ შორის რუსი მესაზღვრეების გასვლა
მოსკოვში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინი და ნიკოლ ფაშინიანი მოკლევადიან პერიოდში შეძლებენ, პირადად განიხილონ სხვადასხვა საკითხი, მათ შორის რუსი მესაზღვრეების გასვლა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მოკლევადიან პერიოდში შეძლებენ, პირადად განიხილონ სხვადასხვა საკითხი, მათ შორის რუსი მესაზღვრეების გასვლა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კრემლის პრესსპიკერის თქმით, სომხეთს არ გაუჟღერებია რუსი მესაზღვრეების გაყვანის შესახები ინიციატივა.

რუსი მესაზღვრეების პუნქტები აზერბაიჯანთან საზღვარზე ტავუშის რეგიონში 2021 წელს განთავსდა სომხურ-რუსული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში.

Ახლახან ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის ხელისუფლება გეგმავს გზის ახალი მონაკვეთების აშენებას აზერბაიჯანის საზღვარზე, ნაცვლად იმ გზისა, რომელიც სცილდება ყოფილი სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საზღვრებს. კერძოდ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ტავუშის რეგიონში, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სოფელ ვოსკეპართან არის გზის მონაკვეთი, რომელიც არ გადიოდა სომხეთის სსრ-ის ტერიტორიაზე.