პოლონეთის ექსტრაკლასაში საშემოდგომო ეტაპის ბოლო, 21-ე ტურის მატჩები 4 დღის განმავლობაში გაიმართება. პირველი მათგანი ნიკა კაჭარავას კელცეს “კორონამ” ჩაატარა და გლივიცეს “პიასტა” საშინაო არენაზე მიიღო.
კაჭარავამ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, შეუცვლელად თამაშა, მასპინძელთაგან ერთადერთი გოლი გაიტანა და გუნდს ქულა მოუტანა. ანგარიში 85-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს. 89-ე წუთზე საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მცველების შეცდომით ისარგებლა და წონასწორობა აღადგინა.
“კორონამ” 31 ქულა დააგროვა და თუ თუ “ზაგლებიე” გასვლაზე კრაკოვსი “ვისლასთან” წააგებს, საშემოდგომო ეტაპს მე-7 ადგილზე დაასრულებს.