უკვე ოფიციალურად - ნიკა კაჭარავა „ტორპედოში“ ჩაირიცხა #1TVSPORT
უკვე ოფიციალურად - ნიკა კაჭარავა „ტორპედოში“ ჩაირიცხა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა დაიმატა.

„ნიკა კაჭარავა „ტორპედოს“ ფეხბურთელია. 29 წლის შემტევი გუნდთან ერთად იმყოფება და მოსამზადებელ პერიოდს აქტიურად განაგრძობს. წარმატებებს ვუსურვებთ ნიკას „ტორპედოს“ დიდ ოჯახში“, – წერია გუნდის განცხადებაში.

„ტორპედოს“ გავრცელებულ ცნობაში აღნიშნულია, რომ კლუბსა და ფეხბურთელს შორის შეთანხმება კომპანია „ბენე სპორტის“ უშუალო ჩართულობითა და მონაწილეობით განხორციელდა.

ნიკა კაჭარავა ბოლოს სამხრეთ კორეის კლუბ „ჯეონამ დრაგონსში“ თამაშობდა. რუსული გუნდების გარდა, ნათამაშები აქვს პოლონურ „ლეხსა“ და „კორონაში“, კვიპროსულ „ანორთოსისში“ და ბერძნულ „ეთნიკოსში“.

იყო საქართველოს 19 და 21 წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი. ეროვნულ ნაკრებში კი 24 მატჩი აქვს ჩატარებული.