ნიგერში თავდასხმის შედეგად 20 სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა
ნიგერის დასავლეთ ნაწილში, ბურკიანა-ფასოს საზღვართან თავდასხმის შედეგად 20 სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ტილაბერის რეგიონში თავდასხმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა განახორციელეს.
დაშავებულია ცხრა ადამიანი, ასევე დაზიანებულია ორი მანქანა.
ამასთან, უწყების ცნობით, თავდაცვისას სამხედროებმა ათობით მებრძოლი მოკლეს. დანაჩენი თავდამსხმელების დასაკავებლად კი ოპერაცია მიმდინარეობს.
მარტში ამავე რეგიონში თავდასხმისას 23 ნიგერელი სამხედრო დაიღუპა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაციამ, „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.