ნიგერის დედაქალაქში დამატებითი სამხედრო ძალებია მობილიზებული
ნიგერის დედაქალაქში დამატებითი სამხედრო ძალებია მობილიზებული

ნიგერის დედაქალაქში დამატებითი სამხედრო ძალებია მობილიზებული. როგორც „სიენენიიუწყება, ქვეყანაში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ ხუნტის მეთაურები ძალაუფლების დათმობაზე უარს ამბობენ და მოსალოდნელ ინტერვენციაზე საუბრობენ.

როგორც „სიენენი“ იუწყება, ნიგერის დედაქალაქში გუშინ, ღამით 40 ავტომობილით შეიყვანეს სამხედრო მოსამსახურეები, რაც მიზნად საზოგადოების დამშვიდებას და პოტენციური ინტერვენციისთვის მზადებას ისახავს.

ნიგერში სამხედრო გადატრიალება ივლისის ბოლო მოხდა. ძალაუფლება ხელში პრეზიდენტის დაცვის ყოფილმა უფროსმა ჩაიგდო. დასავლეთ აფრიკის ეკონომიკურმა თანამეგობრობამ (ეკოვასი) ნიგერის ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა და ერთი კვირის განმავლობაში გადადგომა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამხედრო ინტერვენციით დაემუქრა. ულტიმატუმის ვადა ამ დროისთვის ამოწურულია.

„ეკოვასის“ წევრები ნიგერში შექმნილ მდგომარეობაზე ხუთშაბათს დაგეგმილ სხდომაზე კიდევ ერთხელ აპირებენ მსჯელობას.