აშშ და გაერო ნიგერში სამხედრო გადატრიალების შედეგად გადაყენებული პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ
აშშ და გაერო ნიგერში სამხედრო გადატრიალების შედეგად გადაყენებული პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ

აშშ და გაერო ნიგერში სამხედრო გადატრიალების შედეგად გადაყენებული პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.

როგორც „ბიბისი“ წერს, მოჰამედ ბაზუმი უკვე ორი კვირაა, შინაპატიმრობაში იმყოფება.

„ჩვენ დიდად ვართ შეშფოთებული პრეზიდენტის ჯანმრთელობისა და მისი, ისევე როგორც მისი ოჯახის წევრების, პირადი უსაფრთხოებით“, – განაცხადეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა კი განაცხდა, რომ შეშფოთებულია პრეზიდნეტ ბაზუმისა და მისი ოჯახის წევრების გაუარესებული საცხოვრებელი პირობების გამო.

მანამდე ნიგერის პრეზიდენტის თანაპარტიელებმა განაცხადეს, რომ ბაზუმი სასტიკ და არაადამიანურ პირობებშია დაკავებული. მათი მტკიცებით, პრეზიდენტს და მისი ოჯახის წევრებს არ აქვთ წყალი, არ მიეწოდებათ ელექტროენერგია და საკვები, ასევე მათთან არ უშვებენ ექიმებს.

მოჰამედ ბაზუმი 26 ივლისს, სამხედრო გადატრიალების დროს დააკავეს. მას შემდეგ ქვეყანას სამხედრო ხუნტა მართავს, ხოლო ბაზუმი საპრეზიდენტო სასახლეშია დაპატიმრებული. პუტჩისტებს გადაყენებული პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.