„ბიბისი“ - დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ლიდერებმა, ნიგერში სამხედრო გადატრიალების საპასუხოდ, ერთიანი სამხედრო ძალები მზადყოფნაში მოიყვანეს
„ბიბისი“ - დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ლიდერებმა, ნიგერში სამხედრო გადატრიალების საპასუხოდ, ერთიანი სამხედრო ძალები მზადყოფნაში მოიყვანეს

დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ლიდერებმა, ნიგერში სამხედრო გადატრიალების საპასუხოდ, ერთიანი სამხედრო ძალები მზადყოფნაში მოიყვანეს.

როგორც „ბიბისი“ წერს, ამის შესახებ გადაწყვეტილება აბუჯაში გამართულ შეხვედრაზე „დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოების ეკონომიკური თანამეგობრობის“ (ეკოვასი) წევრი ქვეყნების მეთაურებმა მიიღეს. მათ ასევე პირობა დადეს, რომ გაამკაცრებენ სანქციებს და იმ პირებს, ვინც ნიგერის პრეზიდენტის თანამდებობაზე დაბრუნებას ეწინააღმდეგება, საზღვარგარეთ გამგზავრების უფლებას შეუზღუდავენ.

„მოვლენების განვითარების არცერთი ვარიანტი არ არის მოხსნილი დღის წესრიგიდან, მათ შორის არის უკიდურეს შემთხვევაში ძალის გამოყენებაც“, – განაცხადა „ეკოვასის“ თავმჯდომარე ნიგერიის პრეზიდენტმა, ბოლა ტინუბუმ.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ნიგერში შექმნილი სიტუაციიდან გამოსვლის მშვიდობიანი გზით პოვნის შანსი ჯერ კიდევ არსებობს.

ცნობისთვის, ნიგერში სამხედრო გადატრიალება 26 ივლისს მოხდა. ქვეყნის პრეზიდენტი მოჰამედ ბაზუმი ამ დრომდე დაკავებულია. დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ლიდერებმა არაერთხელ მოუწოდეს ნიგერის ხუნტას, დააბრუნოს ლეგიტიმური პრეზიდენტი თანამდებობაზე, თუმცა პუტჩისტებმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს.