ნიგერის სამხედრო ხუნტა საფრანგეთს ტერორისტების გათავისუფლებაში და საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს
ნიგერის სამხედრო ხუნტა საფრანგეთს ტერორისტების გათავისუფლებასა და საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს.
ნიგერის არმიაში აცხადებენ, რომ საფრანგეთმა ჩადის დედაქალაქ ნჯამენადან „A400M“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ააფრინა და ამ თვითმფრინავმა ნებაყოფლობით გაწყვიტა ყოველგვარი კონტაქტი ნიგერის საჰაერო მოძრაობის კონტროლთან ქვეყნის საჰაერო სივრცის შესასვლელთან.
როგორც „როიტერი“ წერს, ანტიფრანგული რიტორიკა იყო რეგიონში სხვა გადატრიალებების დამახასიათებელი ხაზი ბოლო ორი წლის განმავლობაში, მათ შორის მალისა და ბურკინა ფასოში, რომელთა არმიის მმართველები მტკიცედ უჭერენ მხარს ნიგერში ამჟამად ქვეყანაზე პასუხისმგებელ გენერლებს. ნიგერის არმიის განცხადებას საფრანგეთის მთავრობა გამოეხმაურა და ტერორისტების გათავისუფლება და საჰაერო სივრცის დარღვევა უარყო.